
სამეცნიერო კონფერენცია „გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში (აჭარის რეგიონის 20-წლიანი კვლევის შედეგები)“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-სა და ბსუ-ს ერთობლივ სამეცნიერო სესიაზე მონაწილეებმა აჭარაში წარმოებული კვლევის შედეგები შეაჯამეს და ისეთი მნიშვნელოვანი მოხსენებები წარმოადგინეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოპულაციაში, რისკ-ფაქტორთა რეგიონული ტენდენციები, არაგადამდებ დაავადებებით ავადობა და სიკვდილიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაში, ცერებრო-ვასკულური პათოლოგიის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური პროფილი აჭარის რეგიონში.
უკან |