ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ მესხიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი წაიკითხა თემაზე: „კლიმატის ცვლილებების მეცნიერული საფუძვლები: მოდელების და სატელიტური მონაცემების გამოყენება სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის აუზის რეგიონში“. სამი დღის განმავლობაში მომხსენებელმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებსა ისეთი აქტუალური საკითხები გააცნო, როგორიცაა: გლობალური კლიმატის ცვლილება (მისი მიზეზებისა და შედეგების თანამედროვე გაგება); თანამედროვე რეგიონალური და გლობალური მოდელები (ზოგადი მომოხილვა); რეგიონალური მოდელი Reg-CM; სატელიტური მონაცემები ატმოსფეროს შემადგენელ გაზებზე, აეროზოლებზე, ღრუბლებზე, ნალექიანობაზე, ზღვებისა და ოკეანეების ტემპერატურაზე, ფიტოპლანკტონების სიუხვეზე და მათი უფასოდ მოპოვების და დამუშავების შესაძლებლობები; G
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა გლობალური მოდელების შედეგებსა და მათი უფასოდ მოპოვების და დამუშავების შესაძლებლობებზე; ოკეანეებისა და ზღვების ეფექტი ატმოსფეროს აეროზოლების რაოდენობასა და ქიმიურ შედგენილობაზე; აეროზოლებისა და ღრუბლის კონდენსაციის ბირთვების გამზომი ხელსაწყოებზე; დედამიწის ბიოგეოქიმიური ციკლებსა და საქართველოში დადამიწის შემსწავლელი მეცნიერების პერსპექტიულ მიმართულებებზე.
ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა.
უკან |