საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა

სურათი

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების მიზანია დაბერების პროცესისა და მექანიზმის შესახებ არსებული თანამედროვე მიღწევების გაცნობა და პოპულარიზაცია. ოთხდღიანი სკოლა  ითვალისწინებს ასაკთან ასოცირებული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებას. ბიოლოგიის, მედიცინის, სოციალური მეცნიერებების, ასაკოვან ადამიანთა მოვლა-მომსახურების დარგის მკვლევარები, სპეციალისტები, სტუდენტები გაეცნობიან გერონტოლოგიის ფუნდამენტური კონცეფციებს, სხვადასხვა ქვეყნის ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებსა და სოციალურ პაკეტებს. სწავლებას უძღვებიან დარგის წამყვანი ქართველი, ავსტრიელი, მალტელი მეცნიერები და ექსპერტები. სეზონური სკოლის ფარგლებში 25 ოქტომბერს, ხულოს ჰოსპიტალში გაიმართება საქველმოქმედო სამედიცინო აქცია.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხულოს ხანდაზმულ მოსახლეობას კონსულტაციები ჩაუტარდებათ ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ორთოპედიის, უროლოგიის, ქირურგიის, ოფთალმოლოგიის  მიმართულებით. დაგეგმილია ასევე ექოსკოპიური გამოკვლევა და ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

საერთაშორისო სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო ტრენინგის სერტიფიკატი.

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის და მალტის დაბერების საერთაშორისო ინსტიტუტის (INIA–ს) ორგანიზებით აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის  ფარგლებში ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა