საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ეკოტური მტირალას ეროვნულ პარკში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  სტუდენტთა და ქ.ბათუმის № 1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ეკოტური მტირალას ეროვნულ პარკში. ეკოტურის მიზანი იყო გარემოსდაცვითი მიმართულებით ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება.

ვიზიტორთა ცენტრში, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი თორნიკე ტაბატაძე  ეკოტურის მონაწილეებს ესაუბრა, დაცული ტერიტორიების როლსა და მნიშვნელობაზე და მტირალას ეროვნული პარკის შესაძლებლობაზე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით აჭარის რეგიონში, რის შემდეგ სტუდენტები და მოსწავლეები გაეცნენ ეკოტურისტულ ბილიკზე არსებულ ინფრასტრქუტურას  და  ბიომრავალფეროვნებას.

 

სტუდენტებისა და მოსწავლეებისაგან შემდგარ ჯგუფებს შორის ჩატარდა აქტივობა თემაზე: „გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობა ახალგაზრდების ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით“. გაიმართა დისკუსია ჯგუფებს შორის და გამოითქვა მოსაზრებები ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლების  და ეკოლოგიური კულტურის ფორმირების გზების შესახებ.

 ეკოტური ორგანიზებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მარინა ქორიძის, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ  დავით ბარათაშვილის, ასოცირებულ პროფესორ ნინო ლომთათიძის, ქ.ბათუმის № 1 საჯარო სკოლის დირექტორის ქ-ნ ნატალიამგელაძის და ბიოლოგიის მასწავლებლის დარეჯან რუსიას ხელმძღვანელობით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა