ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდავის ფაკულტეტის ეგიდით გამართული გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლის ფარგლებში ჩატარდა სამედიცინო აქცია ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში. აქციაში ჩართული იყვნენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები და მედიცინის სპეციალობის სტუდენტები. პაციენტებს ჩაუტარდათ სხვადასხვა მიმართულებით კვლევები და კონსულტაციები.
უკან |