საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ზამთრის სკოლა ნარჩენების მართვის აქტუალურ საკითხებზე

სურათი

11-13 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ზამთრის სკოლაში. ახალგაზრდებმა შეისწავლეს ნარჩენების მართვის აქტუალური საკითხები, პრეზენტაციის მომზადების სპეციფიკა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ–ჩვევები. თებერვალში USAID/WMTR II პროგრამის ეგიდით სტუდენტები ჩაატარებენ სემინარებს აჭარის 6–12 კლასის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები. ტრენინგი USAID/WMTR II-ის პროგრამის ფარგლებში გამართა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა CENN-მა.   


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა