
29 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტს ბათუმის ქართულ ფრანგული სკოლის და მე-16 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტს ხელმძღვანელობდენენ ბიოლოგიის მასწავლებლები: ჟანა ჭითანავა და ქეთი ადამია. მოსწავლეებმა მოისმინეს ასოცირებული პროფესორის მარინა ნაგერვაძის მასტერკლასი თემაზე: რეპროდუქციული განათლება. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლეს მუდმივი და მშრალი პრეპარატების გამოყენებით სასქესო უჯრედების და ადრეული ემბრიონების ვიზუალიზაცია მიკროსკოპის საშუალებით.
უკან |