
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტს ეწვივნენ ბათუმის ქართულ ფრანგული სკოლის და მე-16 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. ვიზიტს ხელმძღვანელობდენენ ბიოლოგიის მასწავლებლები: ჟანა ჭითანავა და ქეთი ადამია. მოსწავლეებმა მოისმინეს ასოცირებული პროფესორის მარინა ნაგერვაძის მასტერ კლასი თემაზე: „რეპროდუქციული განათლება“. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლეს მუდმივი და მშრალი პრეპარატების გამოყენებით სასქესო უჯრედების და ადრეული ემბრიონების ვიზუალიზაცია მიკროსკოპის საშუალებით.
უკან |