ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი მაგული შაღაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „სოციალური მუშაობის როლი პირველად ჯანდაცვაში“. ღონისძიება პროექტის ,,თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის მხარდამჭერი ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებისათვის აჭარაში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და სოციალური საჭიროებების მხარდამჭერი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. პროგრამას ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ ,,საერთაშორისო განათლების ცენტრთან’’ ერთად, ,,ფონდ ღია საზოგადოების‘’ მხარდაჭერით ახორციელებს.
უკან |