საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

დედამიწის დღე ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და CENN-ის ორგანიზებით პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II“ (WMTR II)  ფარგლებში ნარჩენების სეპარაციის სტენდის გახსნით აღინიშნა. სეპარაციის სტენდის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, USAID-ის მისიის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა  ვერონიკა ლიმ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ. ბსუ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აჭარაში, სადაც ნარჩენების სეპარაციის სტენდი განთავსდა. სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სეპარაციის სტენდში სიმბოლურად განათავსეს დახარისხებული ნარჩენები.

პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II-ის“ (WMTR) ფარგლებში აჭარის რეგიონში დახურული არალეგალური ნაგავსაყრელების  ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. სტუდენტებმა ასევე წარადგენეს პრეზენტაცია თემაზე: „პლასტმასას მავნე გავლენა გარემოზე და ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაცია მოსახლეობაში“.

სეპარაციის სტენდის ოფიციალური გახსნის შემდეგ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვისა და ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და 100-მდე სტუდენტმა ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.

ღონისძიება USAID-ის და CENN-ის ერთობლივი პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II-ის“ (WMTR II)  ფარგლებში განხორციელდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა