ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორმა ალეკო კალანდიამ და ასოცირებულმა პროფესორმა მაია ვანიძემ გაცვლითი პროგრამის „ერასმუს +“-ისა და ზაარლენდის უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის ინსტიტუტის პროფესორის კლაუს ჯაკობის მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ზაარლენდის უნივერსიტეტში გამართულ ერთკვირიან საერთაშორისო სემინარში. სწავლება მიზნად ისახავდა ბუნებრივ ნაერთთა ბიოლოგიური აქტიურობის, ტექნოლოგიური პროცესების ნარჩენების ნანოტექნოლოგიური გადამუშავებისა და მიღებული პროდუქტების აქტივობის დადგენის საკითხების გაცნობას. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა მასპინძელი უნივერსიტეტის მონაწილეობით ერთობლივი სადოქტორო, სამაგისტრო და საგრანტო კვლევითი პროექტების განხორციელება.
უკან |