6-10 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს „ერაზმუს+-ის“ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კროსნოს უმაღლესი კოლეჯის (პოლონეთი) პრორექტორი, პროფესორი დომინიკ ვრობელი ეწვია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა. პროფესორმა დომინიკ ვრობელმა ასევე ერთკვირიანი ლექციების ციკლი წაიკითხა ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა და ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებისათვის პოლონეთის მცენარეთა მრავალფეროვნების, იშვიათი და ქრობადი სახეობების კონსერვაციისა და „ნატურა 2000“ ქსელის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში პოლონელი ბოტანიკოსი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციებს, თესლების ბანკსა და ჰერბარიუმის ფონდს გაეცნო.
უკან |