საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

სურათი

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ორი გზა არსებობს: In situ კონსერვაცია და ex situ კონსერვაცია. ღონისძიების ფარგლებში მაჭახელას ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მთავარმა სპეციალისტმა მარადი იაკობაძემ და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტმა ნანა ბაუჟაძე სტუდენტებს გააცნეს „მაჭახელას ეროვნული პარკის მრავალფეროვნება“, როგორც In situ კონსერვაციის მაგალითი.  ასევე მოეწყო ექსპედიცია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სადაც სტუდენტებს ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების სპეციალისტმა მაია დარჩიძემ გააცნო „ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილების მრავალფეროვნება“, როგორც ex situ კონსერვაციის მაგალითი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა