ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა VIII რესპუბლიკური სამედიცინო სამეცნიერო კონფერენციაში. მომავალმა მედიკოსებმა სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს მედიცინის აქტუალურ საკითხებზე. ბსუ-ს სტუდენტის რაჯნეეშ ხურანას ნაშრომმა პირველი ადგილი მოიპოვა და საუკეთესო მოხსენების ავტორს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
უკან |