მსოფლიო კამპანიის „მაისის გაზომვების თვე“ ფარგლებში საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ინიციატივით და ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის ღონისძიება გაიმართა. აქციის მიზანი იყო მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია ერთი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და საქართველომ მასში 90 ქვეყანასთან ერთად წელს მესამედ მიიღო მონაწილეობა.
უკან |