
20-24 მაისს, ერაზმუს+-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში, კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში იმყოფებოდა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გუგული დუმბაძე. პროფესორმა გუგული დუმბაძემ ერთი კვირის განმავლობაში ლექციები ჩაატარა ბაკალავრიატისა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის შემდეგ საკითხებზე: გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, წყალი დაბინძურება) დაბინძურება, როგორც გლობალური ეკოლოგიური პრობლემა; საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები; გარემოს ტოქსიკანტები, ადამიანში მათი შეღწევის გზები და ზემოქმედების ეფექტები; Haliomorpha halys, როგორც ინვაზიური მავნებელი მწერი საქართველოში.
უკან |