ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მედიცინის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ლეილა ახვლედიანმა სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. შეხვედრის მონაწილეებმა სტუდენტთა კომენტარებში არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
უკან |