ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის „პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინოვაციისთვის“ ფარგლებში პოსტერების გამოფენა გაიმართა. მონაწილეებმა პოსტერების სახით წარმოადგინეს განხორციელებული პროექტები, რომელიც ითვალისწინებდა სკოლა-საწარმო-უნივერსიტეტის თანამშრომლობით ინოვაციური პრაქტიკული სწავლების გზით სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
უკან |