საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია-2019“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები „შერატონში“ გამართულ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო კონფერენციაში „ჯეოანესთეზია-2019” მონაწილეობენ. საერთაშორისო კონფერენცია მეოთხედ ტარდება და მის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები და ტოქსიკოლოგები არიან ჩართული. მსოფლიოს წამყვანი მედიკოსები სამი დღის განმავლობაში დარგში არსებულ პრობლემებსა და საერთაშორისო მიღწევებზე იმსჯელებენ.

„ჯეოანესთეზია-2019“ უმასპინძლებს საერთაშორისო სპიკერებს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, დაგეგმილია 50-მდე მოხსენება, ინდივიდუალური მოდულები რეზიდენტებისათვის და ახალგაზრდა ექიმებისთვის, ასევე ჩატარდება სესიები მედდებისთვის.

კონფერენცია  აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის პრეზიდენტმა, პროფესორმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის ა.რ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ, კონფერენციის ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა გახსნეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კონფერენციის თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის სიგელი გადაეცა.

კონფერენციის ფარგლებში გერმანელი და ფრანგი სპეციალისტები რამდენიმე ვორქშოფს ჩაატარებენ. დაგეგმილია ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტების სესია-კონკურსი. მომხსენებლებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური და სამი საუკეთესო მონაწილე დააჯილდოვდება.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის მთავრობის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით  იმართება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა