
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ბიომედიცინის აქტუალური საკითხები” ჩატარდა. 50-მდე სტუდენტმა და ახალგაზრდა მკვლევარმა სამეცნიერო სესიაზე მოხსენებები წარადგინა ბიომედიცინის აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |