საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის პროექტის „V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის“ ფარგლებში კავკასიის ბიომრავალფეროვნების ვორკშოპი ჩატარდა. ექვსი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების ექსპერტებმა ღონისძიებაზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სტრატეგიები განიხილეს. ვორკშოპის მონაწილეებმა იმსჯელეს კავკასიის ბიომრავალფეროვნებაზე, სახეობათა იდენტიფიცირებაზე, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, პრობლემებზე და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ვორკშოპში მონაწილეობდნენ მკვლევარები პრესოვის უნივერსიტეტიდან (სლოვაკეთი), უნგრეთის ბუნების მუზეუმიდან (ბუდაპეშტი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხრეთ ბოჰემის უნივერსიტეტი, (ჩეხეთი), ლოჟის უნივერსიტეტი, (პოლონეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისპროფესორ-მასწავლებლები
უკან |