ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა ღონისძიების ფარგლებში ფლეშმობი შეასრულეს, ევექსის, საოჯახო მედიცინის ცენტრის, N1 პოლიკლინიკის ბენეფიციარებს საინფორმაციო ბროშურები გადასცეს და ბავშვებს ვარდისფერი ბუშტები დაურიგეს. ღონისძიება სახელმწიფო პროგრამის „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ ეგიდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |