საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტს დიუმას სახელობის ფრანგული სკოლისა და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ვანიძემ სტუმრებს ქიმიის სასწავლო ლაბორატორიები გააცნო, ხოლო დეპარტამენტის სპეციალისტმა თამილა გოგიტიძემ მათთვის ჩაატარა სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული და სახალისო ქიმიური ცდები. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ბსუ-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ქრომატოგრაფიული ცენტრი, რომლის საქმიანობისა და მიღწევებზე მათ ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალეკო კალანდია ესაუბრა.
უკან |