31 იანვარს და 27 თებერვალს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტს ეწვივნენ საჯარო და კერძო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები. ფაკულტეტის დეკანმა, მარინა ქორიძემ და ფაკულტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ბარათაშვილმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა სიახლეები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტში არსებული სასწავლო ცენტრები და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, მულაჟები. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ექსპერიმენტებსა და ცდებში.
ვიზიტორები შეხვდნენ საუნივერსიტეტო კლინიკა „ბსუ-დენტის“ დირექტორს ფრიდონ ჯაფარიძეს, სადაც გაეცნენ თანამედროვე აპარატურას და პროფესიული უნარ-ჩვევის ჩამოყალებების მიზნით ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო.
მოსწავლეებმა მოისმინეს ექიმ ზურაბ ჩომახაშვიის ლექცია თემაზე: “პირველადი დახმარება ექტრემალურ სიტუაციაში“, ლექცია დასრულდა მასტერ-კლასით. ბსუ-ში მოსწავლეების ვიზიტი მიზნად ისახვდა ფაკულტეტის პოპულარიზაციას და სკოლისა და უნივერსიტეტის დაახლოებას.
უკან |