საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შეხვედრა დამსაქმებლებთან

სურათი

5 მარტს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, პროგრამულ აკრედიტაციასთან დაკავშირებით, მოეწყო შეხვედრა  ბიოლოგიისა და ეკოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დამსაქმებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ლაბორატორიების, ცენტრებისა და 20-მდე სხვადახვა უწყების წარმომადგენელი. დამსაქმებლები პროგრამის მოთხოვნებს, სტრუქტურას, სასწავლო კურსების დინამიკას გაეცნენ და რეკომენდაციები და რჩევები წარმოადგინეს. ყურადღება გაამახვილეს პრაქტიკულ მეცადინეობებსა და სტაჟირებაზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება სპეციალური კითხვარის შევსებისას.

სხვადასხვა დაწესებულებები მემორანდუმის ფარგლებში წლებია თანამშრომლობენ უნივერსიტეტთან. სტუდენტთა დასაქმების მიზნით ახორციელებენ არაერთ პროექტსა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც მომავლშიც გაგრძელდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა