ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - ,,ახალი კორონავირუსი (nCOV) - გამოწვევა მსოფლიოსთვის“. ლექცია ჩაატარეს ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, იმუნოლოგმა ლეილა ახვლედიანმა, ბსუ-ს პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა სოფიო ბერიძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.
ლექციაზე განიხილეს შემდეგი თემები:
ლეილა ახვლედიანი - "კორონავირუსის (COVID-19) ორგანიზმში შეჭრის გზები, მექანიზმები, უსაფრთხოების წესები"
სოფიო ბერიძე - "COVID-19-ჰოსპიტალური რესურსის მზაობა, რისკები, რეკომენდაციები"
ნინო ნიჟარაძე - "COVID-19-ეპიდემიოლოგია, პრევენციული ღონისძიებები, ჯანდაცვის სფეროს მზაობა"
უკან |