
ბსუ-ში შავის ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ვორქშოფი გაიმართა თემაზე: „შავი ზღვის კვლევის შედეგები EMBLAS-ის პროექტის მიხედვით" და "მარიკულტურის განვითარების პერსპექტივები შავ ზღვაში". საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა რამაზ მიქელაძემ საქართველოში მარიკულტურის პოტენციალის განვითარების მასშტაბები და პერსპექტივები გააცნო.
რამაზე მიქელაძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის/გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის: „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება-ცალკეული ღონისძიებები“ (EMBLAS-Plus) შესახებ.
შავის ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ვორქშოფი ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით
უკან |