ბსუ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციითა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით 5-7 ნოემბერს ონლაინ ტრენინგ-კურსი ,,ახალი კორონავირისული დაავადება COVID-19 - ადაპტირებული სწავლების კურსი სტუდენტებისთვის’’ ჩატარდა. კურსის პროგრამა ბსუ-ს პროფესორმა სოფიო ბერიძემ მოამზადა. ტრენინგი მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნას და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით გამოწვეული დაავადების მართვაში დახმარებას ითვალისწინებდა.
სალექციო კურსებს უძღვებოდნენ:
- ნინო გუგუშვილი - NCDC, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის უფროსი
- სოფიო ბერიძე - ბსუ-ს პროფესორი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ხარისხის დირექტორი, თერაპევტი
- ესმა იმერლიშვილი - ბსუ-ს მოწვეული მასწავლებელი, ინფექციონისტი
- თეა ქოიავა- ბსუ-ს ასისტენტ პროფესორი, მიკრობიოლოგი
ტრენინგის ფარგლებში, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტებთან ჩატარდა განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული 7 ვიდეო ლექციის ჩვენება-განხილვა, მათ ასევე მიეწოდათ სასწავლო მასალები - „Covid 19“ -ის ზედამხედველობის პრინციპები“.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბსუ-ს სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის 80-მდე სტუდენტი სხვადასხვა კლინიკასა და ლაბორატორიაში PCR დიაგნოსტირებაზე, თერმოსკრინინგსა და კარანტინში მყოფებისთვის მუშაობენ. ტრენინგის გავლის შემდეგ, სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზას სტუდენტები ეტაპობრივად შეემატებიან.
უკან |