საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებმა ტყის დაცვის  საერთაშორისო დღე გამწვანების აქციაში მონაწილეობით აღნიშნეს. ღონისძიება   ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას გამწვანებისა და  ტყის მნიშვნელობის შესახებ.  სტუდენტებმა დარგეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და ბუჩქი ქალაქის ტერიტორიაზე  გახსნილი ახალი სკვერის გასამწვანებლად.

21 მარტი ტყის დაცვის  საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა და 1971 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა