დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი „დაიცავი დედამიწა - ჩვენი სახლი“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით. ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მარინე გვიანიძემ სტუდენტებს დედამიწის დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები გააცნეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და მომხსენებლებმა სტუდენტების შეკითხვებს გასცეს პასუხი. დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება.
უკან |