დედამიწის საერთაშორისო დაცვის დღე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა. გეოგრაფიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, ბათუმისა და ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები გარემოსდაცვით პრობლემებს ეხებოდა. ბიოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „ბათუმში ფრინველთა მიგრაციის მონიტორინგის შესწავლა“ პროექტის კოორდინატორი, ესპანელი მკვლევარი რაფა ბენჯუმეა, ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, ბიოლოგიის და ეკოლოგიის სტუდენტები, მაგისტრები და სკოლის მოსწავლეები.
უკან |