საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

დასუფთავების მსოფლიო დღე

სურათი

დასუფთავების მსოფლიო დღეს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქციაში. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ბსუ-ს მოწვეული ლექტორი, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მარინე გვიანიძე. დასუფთავების საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების პროცესზე.

18-19-20 სექტემბერს, მსოფლიოში ტარდება ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში დღეისთვის  133 ქვეყანა მონაწილეობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა