საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი განათლება“

სურათი

სეზონური სკოლის „ეკოლოგიური პრობლემები და გარემოსდაცვითი განათლება“ ფარგლებში 25-28 სექტემბერს მონაწილეებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ სხვადასხვა დაწესებულებაში. 25 სექტემბერს სტუდენტები და მოსწავლეები მდინარე მეჯინისწყლის და შავი ზღვის დაბინძურების მონიტორინგის მეთოდები და სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის დაბინძურების გარემოებები შეისწავლეს. 26 სექტემბერს მონაწილეები გაეცნენ კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკების და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებას.

27 სექტემბერს სეზონური სკოლის მონაწილეებს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებები გააცნო დეპარტამენტის უფროსმა გია ბოლქვაძემ, დასასრულს კი ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო სახალისო კითხვარებით ჯგუფებში მუშაობა. 28 სექტემბერს ახლგაზრდები იმყოფებოდნენ ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევით ინსტიტუტში. მათ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაზე  ესაუბრა დირექტორი გურამ მემარნე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ მეტრეველი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ქეთევან სიხარულიძე. სკოლის მონაწილეებმა მოინახულეს ხეხილოვან კულტურათა და ციტრუსოვანთა საკოლექციო ნაკვეთი.

სეზონური სკოლის დასასრულს, პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ლომთათიძემ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა