USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კვლევაში „ახალი ინვაზიური მავნებლები ეროვნული გამოწვევა’’ ჩართული იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები - სალომე კალანდაძე, ნანა მამულაიშვილი და მარიკა ბერიძე (კოორდინატორი ასოცირებული პროფესორი ლალი ჟღენტი). კვლევა მოიცავდა დასავლეთ საქართველოში ინვაზიური მავნებლების, კერძოდ, Drosophila suzukii-სა და Popillia japonica-ს მონიტორინგს.
მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სპეციალური ფერომონიანი ხაფანგების გამოყენებით და ყოველკვირეული მონიტორინგით მწერების ცხოვრების ნირის, ბიოლოგიური თავისებურებებისა და რიცხოვნობის დადგენა. მონიტორინგის შედეგად დასავლეთ საქართველოში (გურია-აჭარა) დაფიქსირდა Drosophila Suzukii, რომელიც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის დიდ საფრთხეს. პირველი მონიტორინგი დასრულდა 2020 წლის 25 ოქტომბერს, მონიტორინგის შემდგომ კოვიდ-რეგულაციების გამო ჩატარდა ონლაინ კონფერენცია zoom-ის მეშვეობით. მონიტორინგის შესახებ სტატია გამოქვეყნდა CNFA-ს ვებგვერდზე, სადაც საუბარია, რომ ბსუს სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი ინვაზიურ მავნებლებთან ბრძოლაში. ინფორმაცია ასევე გააშუქა TV აგროგარემომ, სადაც სტუდენტებმა ისაუბრეს კვლევის მნიშვნელობაზე.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და სურსათის ერონვული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ მეორე სტუდენტურ კონფერენციაში „საქართველოში ინვაზიური მავნებლების მონიტორინგი და მართვის თანამედროვე მიდგომები“ მონაწილეობა 5 ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა და აკადემიურმა პერსონალმა მიიღეს. კონფერენციაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2-წლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები იმყოფებოდნენ კასპის საკონსერვო საწარმოში და საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სადაც გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და მიმდინარე კვლევებს.
უკან |