ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ლორთქიფანიძე ევრაზიის ჩემპიონია ძალისმიერ სამჭიდში. ევრაზიის თასის გათამაშება სამჭიდში ქალაქ კიევში გაიმართა და მასში 5 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გიორგი ლორთქიფანიძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა 20-23 წლის ასაკში, 100 კგ. წონით კატეგორიაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი ლორთქიფანიძეს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
უკან |