საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლების დროს"

სურათი

ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ინოვაციური განათლების ცენტრის ორგანიზებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის კოორდინატორებს 2021 წლის 25-26 ნოემბერს, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით ჩაუტარდა  ტრენინგი  თემაზე: ,,სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლების დროს".  2022 წლის 18-19 თებერვალს ფაკულტეტის ხარისხის კოორდინატორებმა (ასოც. პროფ. ინგა დიასამიძე, ასისტ. პროფ. ხათუნა ჭიჭილეიშვილი და ასისტ. პროფ. ინდირა ჯაფარიძე) აღნიშნულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გაუზიარეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის -  ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის, კლინიკური მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სტომატოლოგიის დეპარტამენტების პროფესორ -მასწავლებლებს. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას სწავლების სხვადასხვა მეთოდის შესახებ, რომელსაც გამოიყენებენ როგორც დისტანციურ, ასევე აუდიტორიული სწავლების დროს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა