ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღე გამწვანების აქციაში მონაწილეობით აღნიშნეს. ახალგაზრდებმა ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე დარგეს სხვადასხვა სახეობის ბუჩქები. აქცია ბათუმის მუნიციპალიტეტის ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას. 21 მარტი ტყის დაცვის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს გამოაცხადა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
უკან |