საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „ბათუმის წყალის“ დირექტორი ალექსანდრე მჟავანაძე ბსუ-ს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიის სპეციალისტებმა სტუდენტებს წყლის სინჯების დამუშავების თეორიული და პრაქტიკული სამუშაოები გააცნეს. სტუდენტებმა, სპეციალისტებთან ერთად, წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კვლევით  პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა