ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. მედიცინის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის გამომწვევ მექანიზმებზე, ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზებზე, ასვე მოამზადეს თემატური პოსტერები. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას.
უკან |