საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტები კვლევაში „ახალი ინვაზიური მავნებლები ეროვნული გამოწვევა’’ მონაწილეობენ

სურათი

დაიწყო ფრთალაქიანი დროზოფილას (Drosophila suzukii) მონიტორინგის 2022 წლის სეზონი დასავლეთ საქართველოში. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კვლევაში „ახალი ინვაზიური მავნებლები ეროვნული გამოწვევა’’ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი 2020 წლის 27 ივნისიდან დღემდე. მონიტორინგში ყოველწლიურად ხდება სტუდენტების განახლება, რათა რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა შეძლოს სამეცნიერო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პროექტში მიმდინარე წლიდან ჩართული არიან ეკოლოგიის III კურსის სტუდენტები გიორგი გეგიძე და თედო დუმბაძე, ასევე,  ბიომრავალფეროვნების მიმართულებით I კურსის მაგისტრი სალომე კალანდაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა