საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული რისკის შემცირების გამოცდილების გაზიარება“

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა  თემაზე: „ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) რისკის შემცირების გამოცდილების გაზიარება“. ტრენინგს უძღვებოდა ევროკავშირის ქბრბ გამოცდილების ცენტრების ექსპერტი ცენტრალური აზიის რეგიონში, პროფესორი ლელა ბაქანიძე. ღონისძიება ცენტრალური აზიის სამდივნოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა ქბრბ რისკების და საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ევროპის საბჭოს ინიციატივის, მისი მიზნებისა და მიღწევების გაცნობას.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორები, ბიოლოგიის, ეკოლოგიის და მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. ტრენინგის ბოლოს ქალბატონმა ლელა ბაქანიძემ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და საინტერესო კითხვის ავტორები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა