22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ეკოტურით აღნიშნეს მაჭახელას ეროვნულ პარკში.
მაჭახელას ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მთავარმა სპეციალისტმა მარად იაკობაძემ სტუდენტებს გააცნო მაჭახელას დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება და ესაუბრა მათი მნიშვნელობის შესახებ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ 2000 წელს გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას და საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობას ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ.
უკან |