![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_16777_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქიმიის ფესტივალი გაიმართა. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორებმა და სტუდენტებმა ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული გამოფენა მოაწყეს. ბათუმისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ბსუ-ს ლაბორატორიები და მონაწილეობა მიიღეს ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაში. ქიმიის ფესტივალი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მუსიკალურად „ბსუ-ს ბენდმა“ გააფორმა.
უკან |