საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

სურათი

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია ჭოროხის დელტის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასუფთავების აქციაში სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: მარინე გვიანიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და ტიტე აროშიძემ.

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ვორკშოფი. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები გარემოს დაცვის საკითხებზე და მოაწყვეს სასწავლო ტური მტირალას ეროვნული პარკში. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური ჩართულობა გარემოს დაცვით საკითხებში.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა