„უნივერსიტეტი - სკოლისათვის“ პროექტის ფარგლებში, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ერთი თვის განმავლობაში საჯარო ლექციები ჩაატარეს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის. პროექტი მიზნად ისახავდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციას და მოსწავლეების ჩართვას საუნივერსიტეტო პროექტებში. ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ჯაყელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „სამკურნალო მცენარეების შეგროვებისა და გამოშრობის წესები“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ლომთათიძემ ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში მოხსენება წარადგინა თემაზე: „ადამიანის ჯანმრთელობა და გარემოს დაბინძურება“.
ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ ქალაქ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში საჯარო ლექცია „კლიმატის ცვლილება, მითი თუ რეალობა?“, ასისტენტ პროფესორებმა: ცირა ქამადაძემ და ხათუნა ჭიჭილეიშვილმა ახალსოფლისა და ბათუმის 26-ე საჯარო სკოლებში საჯარო ლექცია - „გლობალური პროცესები“ ჩაატარეს. ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ნაგერვაძემ ბიოლოგიისა და თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ბერიძემ აკნეზე, როგორც თინეიჯერებში გავრცელებული პრობლემაზე.
უკან |