ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი ორგანიზებით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ვორკშოფი. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები გარემოს დაცვის საკითხებზე და მოაწყვეს სასწავლო ტური მტირალას ეროვნული პარკში. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური ჩართულობა გარემოს დაცვით საკითხებში.
უკან |