საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცის ფაკულტეტის სტუდენტები აჭარის ა. რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს ეწვივნენ. დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგუაძე ახალგაზრდებს ესაუბრა ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. სტუდენტები გაეცნენ ფიტოსანიტარიული, ქიმიური, მიკრობიოლოგიური, რადიობიოლოგიური, ქრომატოგრაფიული ლაბორატორიების მუშაობის პრინციპებს და კვლევის მეთოდებს, კერძოდ, ნიადაგის პარაზიტების ფიტოპათოლოგიური კვლევის; წყალსა და საკვებ პროდუქტებში ატომურ-აბსორბციულ სპექტრომეტრზე მძიმე მეტალების კვლევის; მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებში (ცეზიუმ 137, სტრონციუმ 90, კალიუმ 40) რადიობიოლოგიური კვლევის; წყალში პარაზიტების კვლევის, წყალში ჰაერსა და ნიადაგში კოლიმორფების, E.coli-ის, პოლიფაგების, სალმონელას და შიგელას კვლევის; წყალში ნიტრატების, ნიტრიტების, ქლორიდების კვლევის; საკვებ პროდუქტებში (თხილი, რძე, ბურღულეული) მიკოტოქსინების კვლევის მეთოდებს.
უკან |