საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტუდენტებისა და მკვლევრების სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია

სურათი

23-29 ივლისს  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი-ნინო კიკნაძე, ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორ-ნანი გვარიშვილი და სტუდენტები იმყოფებოდნენ სამეცნიერო-კვლევით  ექსპედიციაში.  სამეცნიერო ექსპედიცია ითვალისწინებდა წყლის, ნიადაგის და მცენარეული ნიმუშების აღებას სტუდენტების მიერ საბაკალავრო, სამაგისტრო და საკონფერენციო თემების კვლევითი ნაწილის შესასრულებლად. ასევე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამუშაო გეგმის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო სასმელი და ბუნებრივი (ზედაპირული და მიწისქვეშა) წყლების ნიმუშების აღება-შეგროვება, მათი შემდგომი კვლევისთვის.

 

ველზე უშუალო დაკვირვების გზით, სტუდენტები დაეუფლენ ველზე მუშაობისა და  შეგროვილი მასალის კამერული დამუშავების მეთოდებს, შეიძინეს საველე ხელსაწყოების გამოყენების უნარ–ჩვევები, მოახდინეს საინტერესო ობიექტების ფოტოგრაფირება და GPS ნავიგატორით კოორდინატების ჩანიშვნა. შესრულდა ნიადაგის, წყლის და მცენარეული ნიმუშების აღება ყველა ლოკაციაზე, დაწყებულია   აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის  სამუშაო გეგმის შესაბამისად გათვალისწინებული სასმელი და ბუნებრივი (ზედაპირული და მიწისქვეშა) წყლების კვლევა  სტუდენტების ჩართულობით.

 

ექსპედიციის წევრებმა კვლევები აწარმოეს შემდეგ ადგილებში:

  1. ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ისპანის ჭაობები);
  2. პალიასტომის ტბის, მდინარე ფიჩორას სანაპიროს  დაჭაობებული ტყეები;
  3. მდინარე აბაშა, რელიქტური კოლხური ტყეები (მარტვილის და ოკაცეს კანიონები);
  4. სვანეთი (მესტიის მთის ტყეები, ჰაწვალისა და თეთნულდის სუბალპური და ალპური სარტყლის ტყეები და მდელოები;
  5. სათაფლიას მღვიმე და სახელმწიფო ნაკრძალი (ტყის ეკოსისტემები კოლხური ელემენტებით);
  6. სამცხე-ჯავახეთის ეროვნული პარკის (ნინოწმინდა) მთის ველები და მაღალი მთის ტბები  (საღამოს ტბის და ფარავნის ტბა).

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა