საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა ინდოეთში FMGE გამოცდა წარმატებით ჩააბარეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა ინდოეთში FMG-ის გამოცდა (Foreign Medical Graduates Examination) წარმატებით ჩააბარეს. FMGE ინდოეთში ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდება. გამოცდას სტუდენტები 20 განსხვავებულ საგანში აბარებენ და საგამოცდო ბილეთი შედგება 300 მრავალპასუხიანი შეკითხვისგან. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კურსდამთავრებული 150-ქულიან ბარიერს გადალახავს.
2022 წელს გამოცდა 22 092 სტუდენტმა დაარეგისტრირა, მაგრამ მათგან დაახლოებით 2346 –მა ჩააბარა. მათ შორის არის ბსუ-ს დიმპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის 32 კურსდამთავრებული: რიდჰალ პანჩალ, ანანია  სინგჰ, ჩირაგ სურეშ ადვანი, სულაბჰ გარგ, რუმეზ ბაშირ აჰმედ ჩარფარე, შრუთი  ვიკას დესაი,  აფა ჯაბეენ გულამ ნაბი  ანსარი, დიიპ პრაკაშბჰაი დესაი, ბჰარგავ ჯაგდიშბჰაი ბჰალოდი, შალმალი ნეოგი, მანსი მიშრა, სადიია, ჩარუ, შრეია სადაშივ კადამბა, შივამ მოჰანბჰაი პატელ,  მანთჰან ჯითენდრაბჰაი  ჯივანი, გაურავ ბჰათთ, ამრუთჰა ვარშინი პიჩეთი, ლალით პათელ, რაჰულ  კუმარ,  აჰმედ აბდულ აზიზ, ჰენალეე აშოკ პათელ, საურაბჰ ნაგარ, სარვადამან სინგჰ რათჰორე, რამან კუმარ დჰაკერ, რაბია  ბეგუმ,  აპარნა  სინგჰ, უთთამ იადავ, რაჯეევ ჯჰანვერ, აკაშ თიაგი, აკბარ ალი, კევალ ალკეშკუმარ შაჰ.
ინდოელ სტუდენტებს უფლება აქვთ, განათლება მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იმ პირობით, თუ უნივერსიტეტი აფილირებული და აღიარებულია ინდოეთის მედიკოსთა საბჭოს მიერ. საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ თუ კურსდამთავრებული თავის სამშობლოში სამედიცინო კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს აღნიშნული გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა, რის შემდეგაც იგი უთანაბრდება ინდოეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს.
FMGE-ს ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულებს უფლება აქვთ პროფესიული პრაქტიკა და სტაჟირება გაიარონ ინდოეთის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, ნებისმიერ კლინიკურ განყოფილებაში, ან კიდევ სწავლა გააგრძელონ სწავლების მაღალ საფეხურებზე.

ვულოცავთ ბსუ-ს კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომი პროფესიული განვითარების გზაზე.   


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა