საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე

სურათი

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ორგანიზებით  რამდენიმე ღინისძიება გაიმართა. ღონისძიებაში უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად,  შპს ელიტური სკოლა „გორდას“, სკოლა ,,ევრო–2000“-ის, ფოთის მე-4   და ბობოყვათის საჯარო სკოლების 23  მოსწავლე მონაწილეობდა. 

ღონისძიების ფარგლებში, (EU4EMBLAS) გაეროსა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერებისათვის“ ეგიდით,  პროფესიონალი მხატვრისა და ჰიდრობიოლოგის  ჩართულობით, მოსწავლეების მიერ  შავი ზღვის ჰიდრობიონტების თემაზე შესრულებული  საგანმანათლებლო-პოპულარული ფერწერული ნახატების გამოფენა და კონკურსი მოეწყო. გამოფენის მონაწილეები დასაჩუქრდნენ წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით, ხოლო კონკურსში გამარჯვებულები კი - განსაკუთრებული პრიზებით.

სტუდენტებისა  და სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობის, აქვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა პაატა ვადაჭკორიამ ლექცია წაიკითხა თემაზე:  „შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების დღევანდელი მდგომარეობა“.

მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში. ახალგაზრდებმა უნივერსიტეტისა და ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მიმდებარე სანაპირო ზოლები დაასუფთავეს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის 20 სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებლები შემეცნებითი ტურით იმყოფებოდნენ სასტუმრო „პარაგრაფში“, სადაც აკვარიუმის მთავარ სპეციალისტ ანდრეი ტრეგუბოვისგან მიიღეს ინფორმაცია ინდოეთის ოკეანის ხერხემლიან ბინადართა  შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა